ჩვენს მშობლიურ ქალაქს ამშვენებს ერთ-ერთი ლამაზი შენობა, რომელიც 1940 წელს აიგო. დაიწყო მზადება სკოლის გახსნისა და სასწავლო პროცესის დაწყებისათვის, მაგრამ დიდი სამამულო ომი და..... ნაცვლად ბავშვების ჟრიამულისა, შენობაში ბინას იდებს სამხედრო ჰოსპიტალი.
ომის დამთავრების შემდეგ სკოლისთვის განკუთვნილ შენობაში ფუნქციონირებას იწყებს ვაჟთა N1 საშუალო სკოლა. სკოლა, რომელმაც მრავალი ღირსეული შვილი აღუზარდა ჩვენს სამშობლოს.
1954-55 სასწავლო წელი ცვლილებების წელია განათლების სისტემაში და იბადება, ახალი, ქ. გორის N4 საშუალო სკოლა, სადაც ყმაწვილებთან ერთად გოგონებიც მიიჩქარიან სკოლისაკენ.
სკოლის ცხოვრებისათვის 54 წელი ბევრიც არის და ცოტაც. დრო სწრაფად გარბის. გუშინ რომ სკოლაში ცელქობდა, დღეს ჭაღარა, შუბლდაღარული მოქალაქეა _ ინჟინერი, პედაგოგი, იურისტი, ექიმი, ისტორიკოსი, ლიტერატორი...... რომლებიც ამაყად დააბიჯებენ ჩვენი ქალაქის ლამაზ ქუჩებში.
ამ წლების განმავლობაში სკოლამ აღზარდა პროფესორები, დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები, ექიმები, ინჟინრები, ეკონომისტები და მრავალი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი.
სკოლას წლების განმავლობაში თავკაცობდნენ ჩვენი ქალაქის ღირსეული შვილები: ვ. ძველაია, ა. სავანელი, ვ. გიგაია, ვ. ზექალაშვილი. მათ გვერდით იღვწოდა საქმის ერთგული, შრომისმოყვარე პედაგოგიური კოლექტივი.
სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს განათლების რეფორმა. განსაკუთრებულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველოში არსებულ 100 სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია მიმდინარეობს პროექტის ,,ილია ჭავჭავაძის" ფარგლებში ,,სასწავლო გეგმების პილოტირების ტრენინგ-პროგრამა". ეროვნული პროგრამების ფარგლებში მოხდა ყველა სასწავლო საგნის პედაგოგის გადამზადება.
2004 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სადაც ჩვენი სკოლის პედაგოგთა ჯგუფის მიერ შეიქმნა პროექტი: ,,ვისწავლოთ, ვიშრომოთ, ვიაზროვნოთ ერთად", პროექტმა გაიმარჯვა და სკოლამ მიიღო გრანტი 3000 დოლარის ოდენობით, რომელიც განხორციელდა დაწყებით საფეხურზე.
2003 წელს ჩვენს სკოლაში დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბვშვთა სწავლება. გამოიყო რესურს ოთახი, რომელშიც ხდებოდა ბავშვთა მომზადება სასკოლო პროგრამის მიხედვით. ორწლიანი მომზადების შემდეგ ბავშვები შევიდნენ საკლასო ოთახებში, რითაც მოხდა მათი ინტეგრაცია და ჩართვა ინკლუზიურ სწავლებაში.
ამჟამად, სკოლაში 28 ს.ს.მ. ბავშვია. მათთვის შექმნილია სპეციალური საგაკვეთილო განრიგი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა პედაგოგი კოლეგებთან ერთად გეგმავს გაკვეთილებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლას გამოუყო მიკრო-ავტობუსი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.
2004-05 წ.წ. ჩვენი სკოლა ჩართული იყო USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში ,,ვაშენოთ მომავალი’’. პროექტის ფარგლებში სკოლას გადაეცა 3 კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი და სხვ.
ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი X_XI კლასების ბაზაზე, რომელთაც განახორციელეს მრავალი საინტერესო აქტივობები და მოიპოვეს 4 გრანტი.
2006-2007 წ.წ. ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო ფონდის ,,ირმის ნახტომის’’ I, II და III საგრანტო კონკურსებში. პროექტების გამარჯვების შედეგად სკოლა დასაჩუქრდა 15 კომპიუტერით.
2007წ. მონაწილეობა მივიღეთ ფონდის ,,ირმის ნახტომის’’ ჰუმანიტარული პროექტების საზაფხულო და საშემოდგომო კონკურსებში. ჟურნალი ,,ნაპერწკალი’’ (I და II ნომერი), რომელიც შეიქმნა პროექტის : ,,ციფრული ლიტერატურული ჟურნალისა და საუკეთესო თარგმანთა ავტორების გამოსავლენად’’ მიხედვით, დასაჩუქრდა ციფრული ფოტოაპარატით.
ციფრული ჟურნალის I ნაწილში დაჯილდოვდა ანი პავლიაშვილი _ I ადგილი- ინგლისური ლექსების თარგმანისათვის და მეორე ადგილი მხატვრული შემოქმედებისათვის_ 250 ლარიანი წიგნების შესაძენი ტალონით.
ციფრული ჟურნალის II ნაწილში დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:
სოფო ილურიძე _ მხატვრული შემოქმედებისათვის,
ელენე ალიმბარაშვილი და მეგი მამესწარაშვილი - ინგლისური ლექსების თარგმანისათვის.
თებერვლის დასაწყისში ფონდმა ,,ირმის ნახტომმა’’ სკოლა დაასაჩუქრა 12 კომპიუტერით.
ამჟამად სკოლაში გვაქვს თანამედროვედ აღჭურვილი 2 კომპიუტერული ლაბორატორია 36 კომპიუტერით. სკოლა ჩართულია ინტერნეტის ქსელში, რაც ხელს უწყობს სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
2008-2009 სასწავლო წელს,,ირმის ნახტომის” მიერ გამოცხადებული პროექტებიდან სკოლამ გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: მწერლის საუკეთესო ვებ გვერდი_,,იოსებ იმედაშვილი”და მუსიკოსის საუკეთესო ვებ _გვერდი _ ,, ჯაკომო პუჩინი“. გორის რაიონიდან რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარდგენილი იყო ერთადერთი ინტეგრირებული გაკვეთილი : ,,ორნიშნა რიცხვის გამრავლება ორნიშნა რიცხვზე, ქვეშმიწერით“.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამარჯვებულად ცნო ჩვენს სკოლაში განხორციელებული პროექტი ,,ვისწავლოთ ერთად ცხოვრება“, რის გამოც, ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკურ სასკოლო გამოფენაზე.
სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა კლუბი _ ,,ENGLISH CLUB ‘’ და რუსული ენის კლუბი _,,ერუდიტი“. შეიქმნა ინგლისურენოვანი საბავშვო თეატრი. შედგა პრემიერა სპექტაკლისა ,,წითელქუდა“. სკოლაში სისტემატიურად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
2008წ. iEARN-ის საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. სკოლაში გაკეთდა სხვადასახვა პროექტები.
მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენციაზე გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
1. სოფიკო ილურიძე - XI-ბ კლასი - ბიოლოგია - მასწავლებელი ლეილა აბულაძე - I ხარისხის დიპლომი
2. ნატა სოზაშვილი - IX-ბ კლასი - გეოგრაფია - მასწავლებელი ლია ყველაშვილი
3. მარიამ ახალკაცი - X-ა კლასი - ბიოლოგია -მასწავლებელი ლეილა აბულაძე - II ხარისხის დიპლომი
საზოგადოება ,,ბილიკის” მიერ გამოცხადებულ კონკურში გაიმარჯვა IV საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ანდღულაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა. მოეწყო დიდი ღონისძიება გორის ციხეზე.
-2008წ. FLEX-პროგრამის გამარჯვებული - XII კლასის მოსწავლე ავთანდილ აბაშიშვილი 2008-2009 სასწავლო წელს სწავლობდა ამერიკაში ტეხასის შტატის ტროის უმაღლეს სკოლაში.
ასევე 2009წ. FLEX-პროგრამის გამარჯვებული X კლასის მოსწავლე მარიამ ახალკაცი 2009-2010 სასწავლო წელს ისწავლის ამერიკაში ტეხასის შტატის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში.
საზოგადეოება ,,ბილიკის” მიერ გამოცხადებულ პროექტს ეკოლოგიის თემაზე ხელმძღვანელობს ქალბატონი დალი ედილაშვილი.
საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის(სიქა)-ს მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობას იღებს IV საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი.
სკოლაში განხორციელდა ოკუპაციის დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული, ჩატარდა გაკვეთილები ოკუპაციის თემაზე.
ჩემი სკოლის ლოგო
იოსებ იმედაშვილის ვებ-გვერდი